კაჭრეთში სტიქიისგან მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალი 2,5 მილიონ ლარამდეა
რამდენიმე დღის წინ მოსულმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა.

როგორც speqtri.ge-სთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, სტიქიის ზონაში სულ 201 სახლია დაზიანებული.
„ამჟამად ვართ დათვლის პროცესში, ზარალის სავარაუდო ციფრი ინფრასქტრუქტურულ ნაწილში, 2 ,5 მილიონ ლარია, რაც შეეხება სავარგულებს, ჯერ ბოლო მონაცემები არ გვაქვს. მოსახლეობას ტენტები მაშინვე გადავეცით, რომ წვიმაში არ ყოფილიყვნენ, თუმცა, საჭიროა ამ სახლების გადახურვა. ამჟამად მთავრობისგან ველოდებით თანხას, ინფრასქტრუქტურის სამნინისტროში მიმდინარეობს კონსულტაციები. სამუშაოებში ჩაერთვება არაერთი კომპანია, რომლებთანაც პირდაპირი შესყიდვის წესით გაფორმდება ხელშეკრულება და ჩვენ თვითონ შევცვლით სახურავებს. გვინდა რომ ეს საქმე სწრაფად და ოპერატიულად გავაკეთოთ.“

არჩილ ხანდამაშვილის თქმით, დაზიანებული სახლებიდან რამდენიმე ნანიანსა და ჯიმითში მდებარეობს, 25-მდეა - ზემო კაჭრეთში, დანარჩენი კი - სოფელ კაჭრეთში.

| Print |
FaceBook Twitter Google