კორონავირუსის კიდევ 1806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge - ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 806 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 144 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 317 719 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 297 676, გარდაიცვალა 4 227 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google