ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული თბილისში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1 089 თბილისში დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 167, იმერეთში - 120, ქვემო ქართლში - 88, შიდა ქართლში - 57, გურიაში - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 121, კახეთში - 60, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 17, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 8.

6 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით სულ 317 719 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 297 676, ხოლო გარდაიცვალა 4 227.

| Print |
FaceBook Twitter Google