კორონავირუსის კიდევ 1547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge- ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 547 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 131 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 319 266 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 298 807, გარდაიცვალა 4 245 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google