კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაზე სერტიფიცირებული კადრები იმუშავებენ
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ოსტატთა რეესტრისთვის, განაცხადების მიღებას იწყებს.

თეა წულუკიანის განცხადებით, ოსტატთა რეესტრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციისთვის პროფესიონალი კადრების მობილიზებისა და გადამზადებისთვის იქმნება.

„1 წლის თავზე ჩვენ ვიტყვით რომ ეს ადამიანები მზად არიან სერტიფიცირებითვის, მიიღებენ სერტიფიკატს და 2022 წლის 1 მაისიდან ვერც ერთი ოსტატი სერტიფიკატის გარეშე ვერ იმუშავებს კონსერვაცია-რესტავრაციაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. მათ მოუწევთ გამოაგზავნონ ბიოგრაფია, მიუთითონ რა სამუშაო აქვთ შესრულებული, სად უმუშავიათ, გასაუბრების შემთხვევაში დაჭირდებათ თან იქონიონ თავისი ნამუშევრების ფოტო და ვიდეო მასალა.
კანდიდატებს უნდა ახასიათებდეთ განსაკუთრებული მოკრძალება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი. ესენი ვერ იქნებიან უბრალოდ ხელოვნები, ესენი უნდა იყვნენ ადმაიანები, ვინც ხვდება, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობა არის ღვაწლის ტოლფასი და საპატიო სამუშაო. სანაცვლოდ ჩვენ შევუქმნით ღირსეულ პირობებს” – განაცხადა მან.

ოსტატთა რეესტრისთვის კულტურის სამინისტრო განაცხადებს 15 ივნისამდე მიიღებს.

| Print |
FaceBook Twitter Google