მოპედების მძღოლებისთვის მართვის მოწმობა სავალდებულო ხდება
მართვის მოწმობების აღება მოპედების მძღოლებისთვის სავალდებულო ხდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.


კანონპროექტის თანახმად, რომელიც სამინისტრომ პარლამენტში 2019 წელს დააინიცირა, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კატეგორიაში ექცევა. კანონის მიღების შემთხვევაში, მოპედისა და კვადროციკლისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.

"კანონპროექტის მიხედვით, ხდება სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების/ქვეკატეგორიების დეფინიციების, ასევე, ამა თუ იმ კატეგორიისთვის/ქვეკატეგორიისთვის დადგენილი მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დირექტივასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა.წინამდებარე კანოპროექტის თანახმად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები (გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით)", — განმარტებულია კანონპროექტში, თუმცა მითითებული არ არის, რას გულისხმობს "გარკვეული თავისებურებები. გარდამავალი პერიოდის დაწესება განპირობებულია იმით, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ გარკვეული დრო, რათა მოახდინონ ახალ რეგულაციებთან ადაპტაცია, ჩააბარონ შესაბამისი თეორიული გამოცდა, მიიღონ შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მფლობელობაში არსებული AM კატეგორიის (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი) სატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ სააგენტოში", — ნათქვამია დოკუმენტში.

| Print |
FaceBook Twitter Google