საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირებიც აიცრებიან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში სამომავლოდ 18 წლამდე პირებიც აიცრებიან.

„ალბათ, შემოდგომამდე, სანამ კვლევებს არ განიხილავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო და ა.შ. ამაზე საუბარი ჩვენთან არ არის. თუმცა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას კაცობრიობა ვერ დაამარცხებს. ბავშვებში მარტივად მიდის დაავადება, მაგრამ ისინი არიან გამავრცელებლები”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები 18 წელი / ვაქცინა /