აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ვადა იწურება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ფერმერებს აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენება 20 მაისამდე შეუძლიათ.

ანტიკრიზული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, აგროქულები 259,529 ფერმერმა მიიღო. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 33.3 მლნ ლარს აჭარბებს.

ისინი სასუქებსა და პესტიციდებს აგრომაღაზიებში შეიძენენ. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი ბარათზე დარიცხულ ქულას არ გამოიყენებს, ავტომატურად გაუქმდება. აგროქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე- www.myliberty.ge

| Print |
FaceBook Twitter Google