გურჯაანში სამამულო ომის ერთი ვეტერანიღა დარჩა
ხვალ ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავს, კახეთში მხოლოდ 15 ვეტერანიღა შეხვდება. აქედან ერთი 99 წლის გურჯაანელი ქალბატონია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი მოინახულებს.

კორონავირუსის გამო რეგიონში მასშტაბური საზეიმო ღონიძიებები არ გაიმართება.12:00 საათზე, გურჯაანის დიდების მემორიალს გვირგვინით შეამკობენ მერი და მისი მოადგილეები. ასევე, იქნებიან მერის წარმომადგენლები, რომლებიც ყვავილებით შეამკობენ თავიანთი სოფლებიდან დაღუპული გმირების მემორიალს. იმღერებს ანსამბლი “გურჯაანი”. ვეტერანები მთავრობისგან ფულად ჯილდოს 300 ლარს მიიღებენ, ასევე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მათ სასურსათო კალათებს გადასცემენ.

| Print |
FaceBook Twitter Google