საქართველო კიდევ 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს
„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

როგორც მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
„საქართველოს წითელი ჯვარი“, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია აქტიურად გვეხმარება პანდემიის მართვის პროცესში, ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის მოზიდვის პროცესში წითელი ჯვრის დახმარებას. იგეგმება კონკრეტულად „სინოფარმის“ ვაქცინის დონაცია „წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციისა“ და ასევე, ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც „წითელი ჯვარი“ შემოგვთავაზებს“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

| Print |
FaceBook Twitter Google