გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 9-10 მაისს საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, მაღალმთაში
თოვლი.
დროგამოშვებით იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი
ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე,
შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის
ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები