ლაგოდეხში დაკარგული ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაში დაკარგული ქალი, გარდაცვლილი იპოვეს. 85 წლის ქალს ახლობლები და ოჯახის წევრები, ათი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მოხუცის ცხედარს სოფელთან ახლოს მიაგნეს. ხანდაზმული ქალი, სახლიდან 27 აპრილს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.

გარდაცვლილის ცხედარს, გურჯაანში, სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროში გადაასვენებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google