მეორე მსოფლიო ომიდან 76 წელი გავიდა
გურჯაანში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, დიდების მემორიალი და შინმოუსვლელთა საფლავი ყვავილებით შეამკეს.

მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მუნიციპალიტეში ერთი ვეტერანიღა დარჩა.
„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ყველა ქართველისთვის. სამწუხაროდ დღეს მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი ვეტერანი დაგვრჩა. ჩვენ არასდროს არუნდა დაგვავიწყდეს ის ღვაწლი რაც ჩვენმა პაპებმა და ბებიებმა გაწიეს დიდ სამამულო ომში. დღეს 99 წლის მარიამ ბეჟაშვილს სამას ლარს გადავცემთ, ასევე გადაეცემა მთავრობისგან ათასი ლარი და პრეზიდენტისგან საჩუქარი.“

დეპუტატის დავით სონღლაშვილის განმარტებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.
„ფაქტიურად ბოროტებაზე გამარჯვების დღეა და ამაში ჩვენმა ვეტერანებმა დიდი წვლილი შეიტანეს. მათ უნდა განსაკუთრებულად მოვუფრთხილდეთ და დიდი ყურადღება მივაქციოთ. ის ღვაწლი რომელიც მათ მიუძღვით დღევანდელი დღის შექმნაში შეუფასებელია. ჩვენ უნდა გადავცეთ მომავალ თაობას მათი გაკეთებული საქმეები, იმისთვის რომ მომავალი ბევრად უკეთესი იყოს.“

დღესვე დიდების მემორიალურ მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრის გიმნაზიის საჯარო სკოლის მოსწავლის ანა მამუკაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც ქვეყანაზე მშვიდობას მიუძღვნა. 

| Print |
FaceBook Twitter Google