ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი დღეს 16:00 საათზე ჩაინიშნა.

მოსამართლე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შესახებ იმსჯელებს. პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

| Print |
FaceBook Twitter Google