დელტას ინფორმაციით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ სეტყვასაშიში ღრუბელი გაანეიტრალა
დელტას ინფორმაციით, 9 მაისს კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ სეტყვასაშიში ღრუბელი გაანეიტრალა.

უწყების ინფორმაციით, რეგიონში, დღის მეორე ნახევარში, შემოვიდა ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან. ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა. მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 36 მმ-მდე მერყეობდა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, კახეთის რვავე რაიონში, 14:15 სთ-დან 16:19 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1247 კმ2 შეადგინა. გასროლილი იქნა 230 ერთეულამდე რაკეტა.
აქტიური სარაკეტო დამუშავების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული ფრონტალური ატმოსფერული სეტყვასაშიში პროცესების შეკავება.

| Print |
FaceBook Twitter Google