ნიკა მელია მალე საპატიმროს დატოვებს
გირაოს თანხის ჩარიცხვის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ნიკა მელია რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში ელოდა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებს.
პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

| Print |
FaceBook Twitter Google