უქმე დღეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 13 მაისიდან მოიხსნება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან უქმე დღეების გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.

„ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას”, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google