მუნიციპალური ტრანსპორტი 13 მაისიდან ამუშავდება
13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ამ ეტაპზე, კვლავ  ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

| Print |
FaceBook Twitter Google