გადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა მაისის ბოლოს შემსუბუქდეს - თამარ გაბუნია
ახლა პიკში ვართ და არც ეპიდემიოლოგიურად არ არის განმართლებული ის, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„დღეს ჩვენ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, ვიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად ის პიკი, რაც ახლა გვაქვს მაისის მეორე ნახევარში უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს, ეს მომენტიც დადგება შემდეგ უკვე გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google