გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 მაისს საქართველოში
მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
უწყების ინფორმაციით, 12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13-14 მაისს
დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32
გრადუსამდე მოიმატებს. 15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება,
აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის
ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი
შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 12
მაისს +23, +25, ხოლო 13-15 მაისს +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები