გურჯაანში კიდევ 17 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში კოვიდ ცხრამეტის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, 17 დადებითი პასუხიდან 7 შემთხვევა ქალაქში გამოვლინდა, დანარჩენი კი მუნიციპალიტეტის სოფლებში. შეგახსენებთ, რომ დღეს კახეთში კოვიდ-19 სულ 79 ადამიანს დაუდასტურდა, რაც გასულ დღეებთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია.

| Print |
FaceBook Twitter Google