„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია. მინისტრის მოადგილის თქმით, მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას 12 მაისს, დღის ბოლოდან შეძლებენ.

„ასტრაზენეკას“ ჩვენს ქვეყანაში 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებთან იყენებდნენ. გასულ კვირას გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის შესახებ. სხვა ქვეყნები ჯერ თავს იკავებენ, თუმცა რისკების შეფასებისა და ანალიზის შემდეგ საბჭომ დაუჭირა მხარი, რომ ასაკობრივი ზღვარი „ასტრაზენეკაზე“ 45 წლამდე შემცირდეს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google