გურჯაანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები იწმინდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძლიერი წვიმის შედეგად, დაზიანებული შიდა საუბნო და სავარგულების გზების გაწმენდა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის გზები იწმინდება ხუთ სოფელში: ჭანდარში, ძირკოკში, ვეჯინში, კოლაგსა და სოფელ გურჯაანში. სავარგულებისა და შიდა საუბნო გზების გაწმენდის სამუშაოებს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისის თანამშრომლები, 24 საათიან რეჟიმში, შესაბამისი ტექნიკის საშუალებით ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ ცხრა მაისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზარალდა. სოფელ გურჯაანსა და ჭანდარში მოვარდნილმა ღვარცოფმა ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რის გამოც ცენტრალური მაგისტრალი ჩაიხერგა.

| Print |
FaceBook Twitter Google