კახეთში თბილი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უნალექო და თბილი ამინდი იქნება. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსამდე გათბება.

გურჯაანში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მოსალოდნელია უნალექო დღე. დღის განმავლობაში +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /