„სინოფარმის“ მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იწყება
“სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირება მოსახლეობას დღეს საღამოს რვა საათიდან შეუძლია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „სინოფარმის“ ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი , „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google