დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. წმიდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული. ანდრია პირველწოდებული საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა.

იგი პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდაჭარაში შემოვიდა. წმ. მოციქულს თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული, ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, რომელითაც უამრავი სასწაული აღავლინა.წმინდა ანდრია პირველწოდებული საბერძნეთის ქალაქ პატრაში, ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.

მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს მისი საქართველოში შემოსვლის, 13 დეკემბერს კი მისი აღსრულების დღეა.
12 მაისი საქართველოში უქმე დღედაა გამოცხადებული.

| Print |
FaceBook Twitter Google