ლევან დავითაშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
„ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად და ეფექტიანად დავამარცხოთ კოვიდ-პანდემია და რეალურად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩემი მოწოდება და სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენი დარგის ყველა წარმომადგენელი ყველა რეგიონში მაქსიმალურად მოკლე დროში აიცრას“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google