კოვიდვაქცინით კიდევ 4433 ადამიანი აიცრა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 433-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 71 570-მა მოქალაქემ გაიარა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 325 665 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 304 935, გარდაიცვალა 4 363 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google