პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო
დღეიდან პირველკლასელთა მესამე ეტაპი, საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. ბავშვების სკოლაში დარეგისტრირება მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს 13 მაისის 09:00 საათიდან 5 ივნისის 18:00 საათამდე ჩათვლით შეეძლებათ.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge. რაც შეეხება მეოთხე ეტაპს, ის 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

| Print |
FaceBook Twitter Google