კორონავირუსის კიდევ 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge- მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 776 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 329 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 326 441 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 306 264, გარდაიცვალა 4 379 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

| Print |
FaceBook Twitter Google