დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესია ჩანიშნული
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი გრძელდება. თავად ბრალდებული პროცესს არ დაესწრება,რადგან მელია მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი. ნიკა მელია10 მაისს საპატიმროდან, ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს შემდეგ გამოვიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google