განათლების კოდექსი განათლების შესახებ კანონების ნაცვლად
პარლამენტმა შესაძლოა განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა ერთ კოდექსში მოაქციოს, რომელსაც განათლების კოდექსი დაერქმევა. ამის შესახებ განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი დაიწყებს მუშაობას და იმსჯელებს, რამდენად საჭირო და გამართლებული იქნება ერთიანი კოდექსის მიღება.
„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა მოვიკვლიოთ, არის განათლების კოდექსის საჭიროება. იცით, რომ დღეს არსებობს სხვადასხვა კანონი, რომელიც არეგულირებს ზოგად განათლებას, უმაღლეს განათლებას და ა.შ. ამ კანონებს შორის არის ხოლმე სისტემური აცდენა. არსებობს იდეა, რომელიც ახალი არ არის – ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, ეს ყველაფერი იყოს ერთიანი კანონი, რომელიც მთლიანად შეეხება განათლების საკითხებს. ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ გვაქვს, ეს არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ჩავდეთ სამოქმედო გეგმაში, რომ მოვიკვლიოთ საჭიროება, რამდენად გამართლებული იქნებოდა ასეთი ერთიანი კანონის თუ კოდექსის არსებობა“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google