კახეთში კოვიდინფიცირების კიდევ 30 შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 359 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 79, იმერეთში - 81, ქვემო ქართლში - 56, შიდა ქართლში - 13, გურიაში - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 84, კახეთში - 30, მცხეთა-მთიანეთში - 41, სამცხე-ჯავახეთში - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 3.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 326 441 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 306 264 გამოჯანმრთელდა, 4 379 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 73, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 278 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 710 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google