„ლელომ“ პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა
პარტია “ლელომ” პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა. ფრაქციას “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ერქმევა, რომელსაც სხვა ოპოზიციური წევრებიც შეუერთდნენ.

7-წევრიანი ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეა და „ლელოს“ წევრების გარდა მასში სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე გაერთიანდნენ.

„მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მე-10-ე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია – ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის”. ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას წარდგენილი პარლამენტში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში, რომელიც მძაფრად დგას ჩვენს წინაშე. ასევე, იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი უწყვეტი იქნება. მე მინდა დიდი სიხარულით დავადასტურო ფრაქციაში სალომე სამადაშვილის, არმაზ ახვლედიანის, შალვა შავგულიძისა და დავით უსუფაშვილის შემოერთება,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ლელო / ფრაქცია /