როგორც კი ეპიდვითარება საშუალებას მოგვცემს, რეგულაციები შემსუბუქდება- გიორგი ღიბრაძე
დღეიდან მოიხსნა ყველა ის რეგულაცია, რომელიც უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებით იყო შემოღებული. ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სკოლებს, სააღმზრდელო დაწესებულებებს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„ეს საკითხი, ცხადია, ყველას გვაწუხებს, როგორც მოსახლეობას, ისე იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. სიტუაციას პერმანენტულ რეჟიმში ვაანალიზებთ და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია, რეგულაციები შემსუბუქდება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ციფრებზე. იქ უამრავი სხვა კომპონენტია, რომელსაც ვითვალისწინებთ გადაწყვეტილების მიღების დროს. როგორც კი კომპონენტების ერთობლიობა მოგვცემს საშუალებას, ცხადია, რეგულაციები შემსუბუქდება“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google