კოვიდრეგულაციები საქართველოში შესაძლოა შემსუბუქდეს - ნათია თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, კოვიდრეგულაციები საქართველოში შესაძლოა შემსუბუქდეს.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი კვირის შემდეგ დადებითობის მაჩვენებელს კიდევ ერთხელ გადახედავს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, ჩვენ შევძლებთ, რომ გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ. ყველაფერს შეეხება ეს ერთობლივად”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google