ბაისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

სავარაუდოდ, სწრაფი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და წყლის არხში გადავარდა. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. ორივე მგზავრს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google