კორონავირუსის კიდევ 1390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge - ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 070 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 327 831 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 307 334, გარდაიცვალა 4 397 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google