ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა. შესაბამის დოკუმენტს ხელს საქართველოს პრეზიდენტი აწერს.


იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა 4 მარტს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა, ვინაიდან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

სერვისების განვითარების სააგენტომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა.

| Print |
FaceBook Twitter Google