„სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყება მომავალ კვირაში იგეგმება
საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყება მომავალ კვირაში იგეგმება.

ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მინიჭებას ელოდება, თუმცა მას საკმაოდ კარგი პირველადი შეფასება აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის მხრიდან.

„სინოვაკი“ „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა და მას სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს. როგორც ცნობილია, ჩინეთმა საქართველოს სინოვაკის 100 ათასი დოზა აჩუქა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google