საქართველოში 896 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 790 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 117, იმერეთში - 168, ქვემო ქართლში - 54, შიდა ქართლში - 41, გურიაში - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 73, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 074 საიდანაც: 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 896 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 198 ადამიანი. 730 პაციენტი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 071 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google