როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზა ვაქცინა მესამე კვარტალში შემოვა.

„ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე კონტრაქტი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი, რომელიც ქვეყანაში მესამე კვარტალში, რამდენიმე ეტაპად უნდა შემოვიდეს“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google