გურჯაანში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით ახალი შემთხვევები ძირითადად ქალაქ გურჯაანში დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში კახეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოს მასშტაბით კი "კოვიდ 19" 1 390 ადამიანს დაუდასტურდა

| Print |
FaceBook Twitter Google