ჭადრაკის სასკოლო სპარტაკიადაში მეორე სკოლის გუნდმა გაიმარჯვა
გურჯაანში ნანა იოსელიანისა და გიორგი გიოორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში საჯარო სკოლებს შორის გუნდური სპარტაკიადა ჩატარდა.

ტურნირში მუნიციპალიტეტის ექვსი სკოლის: ქალაქ გურჯაანის მეორე, მესამე, მეოთხე, ჩუმლაყის, კოლაგის და ჭანდრის გუნდები მონაწილეობდნენ.
ჭადრაკის სკოლის დირექტორის, გია ქიტესაშვილის განმარტებით, ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.
„ჩემპიონატი ჭადრაკში გუნდური სპარტაკიადის პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომელიც ყოველ წელიწადს ტარდება. პირველ ადგილზე გავიდა მეორე საჯარო სკოლის გუნდი, მეორე ადგილი დაიკავა მეოთხე საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე - ჩუმლაყის საჯარო სკოლამ.

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით და ჭადრაკის დაფებით, ხოლო პირველ ადგილზე გასულ გუნდს გარდმავალი თასი გადაეცა.

| Print |
FaceBook Twitter Google