კახეთში თბილი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსამდე გათბება.

გურჯაანში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /