კორონავირუსის კიდევ 1576 შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ges- მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 576 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 584 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 329 407 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 307 918, გარდაიცვალა 4426 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google