კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი- 868 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება. აჭარაში - 92, იმერეთში - 162, ქვემო ქართლში - 71, შიდა ქართლში - 51, გურიაში - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 130, კახეთში - 77, მცხეთა-მთიანეთში - 54, სამცხე-ჯავახეთში - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 21.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 3,56%, ბოლო 14 დღის – 5,11%, ბოლო 7 დღის –4,05%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სუ 329 407 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 307 918 გამოჯანმრთელდა, 4 426 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 85 286 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 013. კარანტინის რეჟიმშია 60, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 258 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 729 პირი

| Print |
FaceBook Twitter Google