კორონავირუსის კიდევ 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge - ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 504 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 038 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 330 879 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 310 859, გარდაიცვალა 4 469 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google