საგარეჯოსა და თელავში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში, ასევე, ანთოკში, მანავსა და ნინოწმინდის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული რცხილას, იფნის, წიფლისა და მუხის სახეობის - ჯამში - 9 მ3-მდე მეორე ხარისხის მერქნის ტრანსპორტირებას. ხოლო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოს მიმდებარედ, მოქალაქეებს უკანონოდ გადაჰქონდათ 3 მ3 რცხილასა და 0.5 მ3 აკაციის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

| Print |
FaceBook Twitter Google