ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 213 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 262 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 53, იმერეთში - 50, ქვემო ქართლში - 20, შიდა ქართლში - 13, გურიაში - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 44, კახეთში - 33, მცხეთა-მთიანეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

ამ ეტაპზე კორონავირუსით 15 525 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მძიმე პაციენტია 920, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213. კლინიკურ-სასტუმროებში 657 ადამიანია მოთავსებული. მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე10 473 პირი გადის. თვითიზოლაციაში 24 074 ადამიანი იმყოფება.


| Print |
FaceBook Twitter Google